ეს ქმედებები გასცდა კრიტიკის ფარგლებს, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმის მცდელობა – ომბუდსმენის მოადგილე ხელისუფლების განცხადებებზე

მათი ქმედებები გასცდა კრიტიკის ფარგლებს – ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმების მცდელობა ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის მიერ სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკა შეაფასა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ყოველთვის პროფესიული სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს.

“ეს ყველაფერი, ეს ქმედებები გასცდა კრიტიკის ფარგლებს, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაცია მოხდეს, მაგრამ ძალიან ფუჭი მცდელობაა ამ მიმართულებით. ვერანაირად ვერ შეფასდება მათი რამენაირი განცხადება თუ თავდასხმა შედეგის მომტანად. მათი მიზანია მოახდინონ დისკრედიტაცია გარკვეულ პირთა თვალში, მაგრამ ჩვენი საქმიანობის მიზანია, რომ მუდამ ვიმუშაოთ პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყოველთვის იყოს ჩვენს ქმედებებში პროფესიული დასაბუთების ნიშანი და არც ერთ შემთხვევაში არ მოხდეს მისი აღქმა პოლიტიკურად. ბუნებრივია, მავანნი ყოველთვის ეცდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს შევასრულებთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.