ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, მიმართულია საქართველოს ევროპული მომავლის დისკრედიტაციისკენ – შალვა პაპუაშვილი

შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არის შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ხოშტარიამ სასამართლო სისტემაში დასაქმებული პირების სანქცირება მოითხოვა.

„ზუსტად ასეთ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩაშალოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ვინაიდან ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, არის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული მომავლის დისკრედიტაციისკენ. ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება თუ შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არის შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.