“ჯერ სად ხართ? –  ცხინვალიდან და აფხაზეთიდან რომ გამოიქცევიან, მაგასაც მალე მოვესწრებით, ძალიან მალე!”- მალხაზ გულაშვილი

“ეს ცხოვრება ბუმერანგივითაა – ვინ იფიქრებდა, რომ ამდენი ხნის მერე, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, რუსი მოქალაქეები ისეთ დღეში ჩავარდებოდნენ, რომ საკუთარი ქვეყნიდან კისრისტეხით გამოიქცეოდნენ! – ასე ეხმაურება მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი ლარსზე შექმნილ ვითარებას და   რუსეთიდან გამოქცეული რუსების   საქართველოში შემოსვლის საკითხს.

 

მისივე განმარტებით, მალე მოხდება ისიც, რომ რუსი მოსახლეობა ცხინვალიდან და აფხაზეთიდანაც  გამოიქცნენ. 

 

“ეს ცხოვრება ბუმერანგივითაა ვინ იფიქრებდა რომ ამდენი ხნის მერე , 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს , რუსი მოქალაქეები ისეთ დღეში ჩავარდებოდნენ რომ საკუთარი ქვეყნიდან კისრისტეხით გამოიქცეოდნენ .

ჯერ სად ხართ? –  ცხინვალიდან და აფხაზეთიდან რომ გამოიქცევიან, მაგასაც მალე მოვესწრებით, ძალიან მალე! იმასაც მოვესწრებით, თვითონ აფხაზები და ოსები რომ გვთხოვენ,- ისევ ერთად ვიყოთო! უფრო მეტიც, დღეს ჯვართამაღლება დღეს, იოანე ოქროპირის ხსენების დღეს , დაიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ საქართველოს თვით ღვთისმშობელი იცავს და სულ რომ დაინგრეს ჩვენს გარშემო ყოველივე, ჩვენ ვიქნებით მრავალვნებული იობივით, იმიტომ რომ, ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენ კი არ დავბრუნდებით,  ისინი დაბრუნდებიან. იმიტომ, რომ ათონის მთიდან მალე ივერიის ხატიც ჩამობრძანდება… საქართველოში ჟამი ახლოსაა. იყო პერიოდი, როცა ჩვენ ვტიროდით და გამოვრბოდით ჩვენი ძირძველი ქართული მიწებიდან და დგება პერიოდი, როცაა ჩვენი მტრები იქნებიან დევნილნი და იავარქმნილნი. ჩვენ ვტიროდით და მოდის ახლა ჩვენი სიცილის დრო!

 

ჭეშმარიტად, საკვირველია უფლის გზანი.

 

ეს ყველაფერი ნათქვამი აქვს ჩემთვის პატრიარქს წინასწარ 2009 წელს. ისიც თქვა, რომ დიდი ომები იქნებაო მაგრამ საქართველოში ერთი ბომბიც არ ჩამოვარდებაო, იმიტომ, რომ ღვთის დედა დააფარებს თავის კალთას და დაიცავსო”, – წერს მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში.