დღეს მივხვდი შემოვლაზე, საქართველო არამარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა – გუგა ქაშიბაძე

დღეს მივხვდი შემოვლაზე, საქართველო არამარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ქაშიბაძემ განაცხადა, ამ სეზონზე საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

„გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. შედეგად, მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაზიანებული აქვს კანი გულმკერდსა და ზემო კიდურებზე. წელს ეს პირველი შემთხვევაა და სამჯერ დავაკაკუნებ, იმედია, ბოლო იქნება“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი მკურნალობას ბავშვთა განყოფილებაში გადის.