ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანიის ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია” ფარგლებში ლისის ტბის ტერიტორიაზე  ,,ვარდისფერი მარათონი’’ გაიმართა.  აღნიშნული კამპანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, ,,ევროპა დონა საქართველო’’-სა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. 

საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით  ეს კამპანია ძალიან ბევრ ქალს მისცემს სტიმულს, რომ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი

 „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ კამპანიის ფარგლებში დღეს ლისის ტბის ტერიტორიაზე არის ვარდისფერი მარათონი. ეს არის გზავნილი ყველა ქალისთვის,  რომ კიბო განაჩენი არ არის. ქალაქის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სთავაზობს უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი.  ყველა ქალს ვისაც  კიბოს დიაგნოზი აქვს  უნდა მივცეთ მოტივაცია.  დღეს ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანია ვინც ეს დაავადება  დაამარცხა და ახლა სრულად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტების ჯგუფების ჩართვა ცნობიერების ამაღლებაში და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევუწყობთ ხელს.“ -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა

აღნიშნული კამპანია, რომელშიც ჩართული არიან  საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, მიზანია ხელი შეუწყოს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციას,  დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, მათი გავრცელების შეზღუდვას, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დროულ დაწყებას.

აღსანიშნავია, რომ  ქალთა ონკოლოგიური დაავადების პრევენციისთვის  კერძო და საჯარო უწყებებში დაგეგმილია უფასო სკრინინგის ჩატარება, ასევე საკრებულოს თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ერთობლივი საინფორმაციო და სპორტული  აქტივობები

თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  მოქალაქეებს უფასო სკრინინგის ჩატარება შემდეგ მისამართებზე შეუძლიათსაბურთალო.ალექსიძის . N1;    დიდუბე.წერეთლის გამზირი N 69;  ვარკეთილიკალოუბნის .N 12;  გლდანიგლდანის 4 /  113.