ამინდის პროგნოზი – დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პირველ ივლისს, დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.