გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა რევაზ გაბრიაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორს, მხატვარს, მწერალსა და მოქანდაკეს რევაზ გაბრიაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მთაწმინდის პანთეონში, მის ხსოვნას პატივი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემსახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ  და კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მიაგეს.

 როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რევაზ გაბრიაძის მრავალმხრივმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში, თეატრში, ლიტერატურაში, ფერწერაში და მსოფლიო კულტურის ნაწილად იქცა.

 „ყველა ქართველისთვის უსაყვარლეს რევაზ გაბრიაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. მაყურებელი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაიხსენებსმარიონეტების თეატრისსპექტაკლებს და მისი გენიალური სცენარების მიხედვით შექმნილ კინო შედევრებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დიდი ქართველი შემოქმედის ხსოვნისა და დამსახურების პატივსაცემად, დედაქალაქის ერთერთ ქუჩას რეზო გაბრიაძის სახელი მიენიჭება.