ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს

ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

 

შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა.

 

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი სწორედ რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი მსგავსი დონის შეხვედრა, რომელსაც ნატო ბუქარესტში, 2008 წლის სამიტის შემდეგ ჩაატარებს.