“ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი”- შვედეთის ელჩი

ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

 

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობას და შეასრულებს 12 რეკომენდაციას.

 

„მე ვიტყოდი სამ რამეს ამ საკითხზე. პირველი არის ის, რომ ევროკავშირმა გაუღო კარი საქართველოს. ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ევროკავშირმა ასევე მისცა საქართველოს შესაძლებლობა, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც პრიორიტეტების სია შესრულდება. ასე რომ კარგი ღია. მეორე საკითხია – საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და შეასრულებს 12 პრიორიტეტს არსებითად და ასევე ფართო და ინკლუზიური პროცესის ფარგლებში. ასე რომ, ეს ახლა საქართველოზეა დამოკიდებული. მესამე საკითხი – ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროცესში და მის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერას“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.