აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა მე-11 კენჭისყრის შემდეგაც ვერ შეძლო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა მე-11 კენჭისყრის შემდეგაც ვერ შეძლო, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კევი მაკარტის კანდიდატურას, რომელიც წინა მოწვევის პალატაში „რესპუბლიკელების“ უმცირესობის ლიდერი იყო, კანონმდებლებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში 11-ჯერ უყარეს კენჭი, თუმცა მან საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შეძლო. მაკარტის სპიკერად არჩევისთვის 218 ხმა სჭირდება. 

რესპუბლიკელებმა 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად მოიპოვეს, თუმცა ხისტი ხაზის მომხრე რესპუბლიკელ კანონმდებელთა ჯგუფის სპიკერის არჩევამდე წარმომადგენელთა პალატის მუშაობა ჩიხშია შესული.

როგორც BBC  წერს, 1860 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესის ქვედა პალატაში სპიკერის არჩევას ამდენი კენჭისყრა დასჭირდა. 1860 წელს სპიკერის ასარჩევად კენჭისყრის 44 ტურის ჩატარება გახდა საჭირო.