რუსეთის პატრიარქი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის

რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის. 

თავის გამოსვლაში რუსეთის პატრიარქი გამოვიდა თხოვნით, რომ ცეცხლი შეწყდეს, რათა „მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება“.

„მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის განცხადებაში.

რუსეთის პატრიარქის განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.