17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მზად ხართ, ბუზი სპილოდ აქციოთ. ამის გამო, პრიორიტეტების განსაზღვრა გიჭირთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი საქმით დაიწყოთ. ცდილობთ, ყველა საქმე ერთდროულად აკეთოთ და საბოლოოდ, ვერცერთის დასრულებას ვერ ასწრებთ. თუ არ გსურთ, რომ დღემ უაზრო რბოლაში ჩაიაროს, ეცადეთ, მეტი დისციპლინა გამოიჩინოთ.

კურო

შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით უნებურად ვიღაც გაანაწყენოთ. გამორიცხული არ არის, შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაამხილოთ ან თანამოსაუბრეს მძიმე სიმართლე პირდაპირ სახეში მიახალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ თქვათ სათქმელი.

ტყუპები

ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ ბევრი კრიტიკული შენიშვნა გექნებათ. თუ არ გსურთ, რომ ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ, ეცადეთ, საუბარში დელიკატურ თემებს არ შეეხოთ. კრიტიკით პრობლემას ვერ მოაგვარებთ და ადამიანის დაკარგვა ნამდვილად შესაძლებელია.

კირჩხიბი

შესაძლოა, ვიღაცამ კამათში, უაზრო დისკუსიაში ან კონფლიქტში ჩაგითრიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსიამოვნო ვითარებაში უბრალოდ განზე გადგეთ. ჯობია, მოჩვენებით დაეთანხმოთ, ვიდრე დებატებში შეხვიდეთ და ქანცის გაწყვეტამდე იკამათოთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები პრინციპული მოქმედება იქნება! შეგიძლიათ, გაბედული ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ ეს ნაბიჯი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ცუდი იქნება, თუკი მოქმედებას სპონტანურად, ემოციების ქვეშ დაიწყებთ. არადა, რაღაც შემთხვევამ შეიძლება სწორედ ამისკენ გიბიძგოთ.

ქალწული

ამ დღეს გსურთ, რომ ყველას სახეში მიახალოთ, რასაც მათზე ფიქრობთ. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე მეტი იცით და არასოდეს ცდებით. თუ ასე გააგრძელებთ, შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ემოციები მიმართოთ. თუ ფეხებში არავინ გედებათ, საქმეში სასწაულ შედეგებს მიიღებთ.

სასწორი

ფრთხილად იყავით, რომ უფროსის შენიშვნა არ დაიმსახუროთ. იმისთვის, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, ეცადეთ, თქვენსა და გარშემომყოფებს შორის „ტყვიაგაუმტარი“ ფარი აღმართოთ. უსიამოვნებებთან გამკლავებში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

მორიელი

მოემზადეთ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. საქმე შეიძლება სასამართლო პროცესს, ფინანსურ დავას ან დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეხებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ხელში რკინის არგუმენტიც რომ გქონდეთ, ვარსკვლავები მოთმინებას გირჩევენ. ჯობია ეს არგუმენტი სხვა დროს გამოაჩინოთ, როცა მოგების მეტი შანსი გექნებათ.

მშვილდოსანი

მოქმედების დროა! თუ აქამდე ახალი პროექტის დაწყებას, გრძნობების გამხელას ან საოცნებო ნივთის შეძენას ვერ ბედავდით, ახლა დროა, გაბედული ნაბიჯი გადადგათ.

თხის რქა

შეიძლება რაღაცის გამოსწორების შანსი მოგეცეთ. რა თქმა უნდა, საკუთარი შეცდომების აღიარება ადვილი არ არის, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ცდება. შეცდომის აღიარებით მნიშვნელოვან ტვირთს მოიცილებთ, სანაცვლოდ კი ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

მერწყული

თუ ვინმე გზაზე გადაგეღობათ, დაუნდობლად გაუსწორდებით. ასევე მზად ხართ, მეგობრები და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანები დაიცვათ. საღამოს კი შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რამდენიმე ახალი მტერი ან ახალი მეგობარი შეიძინეთ.

თევზები

უარი თქვით შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. ხშირად გვავიწყდება, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა! თქვენი წარმატების საიდუმლო მარტივია: არანაირი თაღლითობა და დამალვის მცდელობა. ცხოვრების ყველა სფეროში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ.