16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად საუბრობთ, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერი ადამიანი თანამოაზრედ აქციოთ. მერე რა, თუ ზოგჯერ ფაქტების გადაჭარბება და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა გიყვართ? თქვენი იდეები მაინც ბევრისთვის საინტერესოა.

კურო

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. ჯერჯერობით ახალი იდეების განხორციელებისთვის მზად არ ხართ, მაგრამ მალე ამის დროც მოვა.

ტყუპები

ტყუპების დღე ემოციებით სავსეა! შეგიძლიათ ხუთწუთიანი ინტერვალებით იცინოთ ან იტიროთ. თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ძლიერი ემოციები შეიძლება თქვენი იარაღი გახდეს, რაც დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ზოგი საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ. თუ არ გსურთ, რომ თქვენი საფულე და ავტორიტეტი დაზარალდეს, ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელიც კარგად არ იცით. თუ საჭიროა, პროფესიონალებისთვის რჩევის კითხვა არ მოგერიდოთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, სასურველი რეალობად მიიღოთ და შეცდეთ. ამიტომ ერთი-ორი დღე დაიცადეთ. სხვა მხრივ კი შესანიშნავი დღეა და სირთულეებს არ უნდა ელოდოთ.

ქალწული

ამ დღეს პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ, რათა კოლეგებმა ან ახლობელმა ადამიანებმა თავიანთი ვალდებულებები თქვენ არ გადმოგილოცონ. ისწავლეთ „არა“-ს თქმა და მოიმარაგეთ თავაზიანი უარის ვარიანტები.

სასწორები

ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება მოგიწევთ. შესაძლოა, მიმზიდველი შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად გაიაზროთ – შესაძლოა, თქვენმა გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალოს.

მორიელი

შეიძლება, ვიღაცისთვის პროფესიულ საკითხებში საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება მოგიწიოთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ საჭირო ცოდნა და უნარები გაგაჩნიათ, ამიტომ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები სულიერ ჰარმონიას გპირდებიან. ეს განწყობა აისახება ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი საკითხი სრულიად მოულოდნელად, თავისთავად მოგვარდეს. ურთიერთობის დამყარება არ გიჭირთ – თქვენი პიროვნული თვისებები ყველას მოხიბლავს.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. არ არის გამორიცხული, რომ გვერდით მყოფმა ადამიანმა თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს ან, უბრალოდ, მოგატყუოთ. დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ორმაგი სიფხიზლის გამოჩენა დაგჭირდებათ. ნუ გახდებით საეჭვო სქემების მონაწილე, რომელშიც ვიღაც თქვენს ჩართვას ცდილობს.

მერწყული

ჰოროსკოპი მერწყულს სიყვარულით სავსე დღეს ჰპირდება! საკმარისია ვიღაცის ერთი ღიმილი, მზერა და მინიშნება, რომ ბედნიერების მეცხრე ცაზე აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ დღემ მარტოხელა მერწყულს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყოს. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ ეს დღე ერთად გაატაროთ.

თევზები

მოერიდეთ ახალი პროექტის დაწყებას, რადგან შედეგი შეიძლება თქვენთვის არასასურველი იყოს. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, მეგობრებთან ერთად გართობისა და შოპინგისთვის. მოკლედ, აკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს სულს და გონებას ესიამოვნება. ამ დღეს მძიმე და შრომატევადი საქმე არ უნდა დაიწყოთ, რადგან შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ.