ვლადიმერ ბოჟაძემ გაწეული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა

თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ერთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა.

დეპუტატმა საანგარიშო პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და გარემოს დაცვის კომისიებში გაწეული საქმიანობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

დღესვე, ვლადიმერ ბოჟაძემ, როგორც ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ წევრმა, ფრაქციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ფრაქციის მიერ ჩატარებულ სხდომებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა.

დეპუტატმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა თბილისის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ბიუროს 17 და საკრებულოს 15 სხდომა გაიმართა, სადაც მან დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებების  მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.