“ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა” – სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. 

„მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმიჩნევს, ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.