” მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს” – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის  გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ამის შესახებ ჟურნალისტებს  გიული ალასანიამ  კლინიკა “ვივამედში” სააკაშვილის მონახულების შემდეგ   განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის, ბოლო ხანებში, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით,  სააკაშვილი თანახმა იქნება სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

„მგონი, ლეპტოპით არის შესაძლებელი. მგონი, გაშვებაზე ლაპარაკიც არ არის. არ ვიცი, რამდენად აქვს დღევანდელი სასამართლოს იმედი, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, გამოჩნდეს, ამის სურვილი აქვს. სასამართლოსთან ჩავიარე, გავსებულია პოლიციით იქაურობა. არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა იქ. ვარაუდობენ, რომ ბევრი ხალხი მოვა. როგორც ჩანს, ამ ხალხის წინააღმდეგ არის ეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

დღეს საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო  იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.