(ვიდეო) “აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნეს პუტინისა და მიშას გარიგება!” – ლევან მამალაძე

“აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნეს პუტინისა და მიშას გარიგება”- ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელმა  ლევან მამალაძემ “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში – “დროული კითხვები”  პირდაპირი ჩართვისას  განაცხადა. (იხილეთ ვიდეო)

როგორც მამალაძე აცხადებს, პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარიგება, რომელიც მისივე თქმით, 2008 წლის ომამდე დადეს. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოსაძიებლად საჩივარი შეაქვს.

“აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნეს პუტინისა და მიშას გარიგება. არ აქვს მნიშვნელობა ეს სააკაშვილი იქნება, თუ ვინმე სხვა… ნებისმიერმა ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფოს მარცხი გამოიწვია და დანაშაული ჩაიდინა, მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს,” – განაცხადა ლევან მამალაძემ.

წამყვანის კითხვაზე, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თქვენი ეს ინიციატივა, პრორუსული პოლიტიკის ნაწილია და ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებში შედის, – მამალაძე განმარტავს, რომ მისი ინიციატივა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარს რუსეთს უჭერს.

“მე პირველ საკითხად ვაყენებ, რომ აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნეს მიხეილ სააკაშვილისა და პუტინის გარიგება. ასევე, მაშინდელი პოლიტიკური ელიტის გარიგება რუსეთთან, რამაც საქართველოს მარცხი გამოიწვია და რადგან ამას ვაცხადებ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ვუჭერ მხარს?! – თუ პირიქით ნიშნავს… იმ პირებს არ უნდათ, რომ მაშინდელი დამნაშავეები მხილებული იყვნენ და გამოდის, რომ რუსეთს პირდაპირ უჭერენ მხარს, ან პირდაპირ ამ ომის თანამონაწილენი არიან,” – განაცხადა ლევან მამალაძემ.