“კეზერაშვილისა და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას”- თამარ ჩერგოლეიშვილი

“გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისა და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს – ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით” მუქარას, – ასე ეხმაურება   სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი  გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს

„მელიას პირად ჩანაწერებზე:
გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და
მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს – ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით” მუქარას (ფორმულას თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან – ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთ-ერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…
ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს …
ასეთ ფურუნკულს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება სჭირდება.

ამას ვაკეთებთ ჩვენ – ევროპული საქართველო.
ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოებთ.

ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია.

(ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)“,- წერს ჩერგოლეიშვილი.