“პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად”- პაატა მანჯგალაძე

პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ილია მეორის მიერ გაგზავნილი წერილი განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითი არ არის.

 

„რაც შეეხება პატრიარქის წერილს, მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს. კარგია, რომ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამაში. მე ვერ ვხედავ, სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.