“როდესაც “ქართულ ოცნებას” ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები”- მიხეილ დაუშვილი

პარტია “საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა”  თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას” ძალაუფლებას უხანგრძლივებს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციას უწყობს ხელს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ გვაინტერესებს. რაც გვაინტერესებს არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ის თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას უხანგრძლივებს. როდესაც „ქართულ ოცნებას“ ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს კი თურმე შიგნით ოლიგარქები გყავს და ღიად ლაპარაკობ, ამით სულ მცირე, იმედგაცრუებას აჩენ. რასაც ებრძვი, პარტიაში გაქვს ისე, რომ ხელისუფლებაში არ ხარ. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციას ხელს უწყობს. ამ დაპირისპირებით და პოლარიზაციით „ქართული ოცნება“ სარგებლობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ საუკეთესო მაშველი რგოლია. „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას უხანგრძლივებდე, რა თქმა უნდა, ყველასთვის დამაზიანებელია. მარტო ოპოზიციისთვის კი არა, ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.