” ვერ ვხედავ, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება”- გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ვერ ხედავს პირობებს უკრაინაში ომის დასასრულებლად. მისი პროგნოზით, ომი დასრულდება, მაგრამ არა „უახლოეს მომავალში“. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

გარდა ამისა, ის ჯერ ვერ ხედავს ორ მხარეს შორის სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობასაც.

„ეს ომი დასრულდება. ყველაფერი მთავრდება, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს ომი უახლოეს მომავალში დასრულდება, სამწუხაროდ. მე ვერ ვხედავ შანსს, რომ ახლა ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართოს”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.