” ბატონო ვაშაძე, გვახსოვს როგორ ართმევდით ხალხს ქონებას, ღამის 3 საათზე იძულებით აფორმებინებდით სახელმწიფოზე ან მერაბიშვილ – ადეიშვილის კარის ბიზნესმენებზე. მერე შენი “რეფორმირებული” იუსტიციის სახლი როგორ „ათეთრებდა“ ამ ყველაფერს”- ასე მიმართავს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძეს
“
ჭიჭე ვაშაძე – ადეიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ახლა კეზერაშვილის დაკვეთებს ასრულებს.




რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს დანაშაული.



სირცხვილით როგორ არ იწვით, რუსეთუმე უწოდოთ ირაკლი ზარქუას ან, „ქართული ოცნების“ გუნდის რომელიმე წევრს, იმ პოლიტიკური ძალის, თქვენი გაფუჭებული საქმე რომ გამოასწორა და რუსეთს სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რუსეთს ჩააბარა ახალგორი, 168 ქართული სოფელი, კოდორის ხეობა, და რომლის ლიდერი ამ სოფლებს და კოდორს ქვების გროვად მოიხსენიებდა – სხვას ეძახდეს რუსეთუმეს.

კმარა სპექტაკლები

კმარა ცრუ პატრიოტიზმი

რამდენ ნაწილადაც უნდა დაიშალოთ და ერთკაციანი პარტიებით ვითომ ერთიან ფრონტად შეკოწიწდეთ – ხალხს სულ ახსოვს, რომ სააკაშვილის რეჟიმის და მისი დესტრუქციული პარტიის სახეები ხართ.


მონანიებას გაურბიხართ, მაგრამ იმდენი ცოდვა ჩაიდინეთ ხალხის და ქვეყნის წინაშე, გირჩევთ პოლიტიკას შეეშვათ და ეს ცოდვები მიწასთან ურთიერთობით გამოისყიდოთ.
სოფლის მეურნეობის პროგრამებით დაკავდით. შუამდგომლობას არ დაგაყვედრით”- წერს სოციალურ ქსელში გივი ჩხარტიშვილი.