თურქეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგები ქაჰრამანმარას პროვინციაში იგრძნობოდა, ხოლო ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევასა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვართა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა მოხდა, მისი მაგნიტუდა 7.8 იყო და სტიქიას 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.