,,თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება!” – სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.

პრეზიდენტი ზელენსკის „დაუღალავ ბრძოლაში“ სიძლიერეს უსურვებს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება.

“ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!

გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!

თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა.