“თუ საჭირო იქნება შევვარდებით და ფიზიკურად გამოვისხნით მიხეილ სააკაშვილს”-ლევან ხაბეიშვილი

არ ვაპირებ ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან, თუ საჭირო იქნება შევვარდებით და ფიზიკურად გამოვისხნით მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

„მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ საჭირო გახდება და შევარდებით?“ – ხაბეიშვილმა უპასუხა:

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, ხო! თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ.აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არ არის ლაპარაკი. საუბარი არის მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე”