“ვვარაუდობ, რომ რუსეთში მობილიზაცია პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება”-სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთში მობილიზაცია პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.

სლოვაკი მინისტრის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმები მხოლოდ საბაბია რუსეთის მიერ მომავალი პრეტენზიების „რუსეთის მიწაზე უკრაინელების თავდასხმასთან დაკავშირებით“.

„რუსი დედების შვილების გაწვევით პუტინი თავს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს და ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით“, – აღნიშნა იაროსლავ ნადმა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება და რეფერენდუმები დაგმო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა და აღნიშნა, რომ ეს არის უკანონო ანექსია.