“ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტის ხსენება”-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ უნდა განიხილოს, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგომომარაგების კრიზისს და დააზარალებს ევროპას.

„ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მე-8 პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგომომარაგების კრიზისს“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარებისა“ და 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება დაიწყო. სანქციები მოიცავს მიზანმიმართულ შემზღუდველ ზომებს (ინდივიდუალური სანქციები), ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიურ ზომებს. ეკონომიკური სანქციების მიზანია რუსეთს, მისი ქმედებების გამო, მძიმე შედეგები დაუწესოს და ასევე ეფექტურად აღკვეთოს მისი აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა.