ესპანეთში იტალიური მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 32 წევრი დააკავეს

ესპანეთში იტალიური მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 32 წევრი დააკავეს. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

დაკავებულებს შორის იტალიელები, ალბანელები და უნგრელები არიან. სპეცოპერაცია კუნძულ იბიცაზე ჩატარდა და მასში ესპანეთისა და იტალიის 500 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს 18 კგ ამფეტამინი, 4,5 კგ კოკაინი, ცეცხლსასროლი იარაღი, 300 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 600 ძირი კანაბისი.