შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები  გამოცხადდა.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

რუსთაველის ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსში 4-მა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა.