დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

 

ბიძგები თბილისის დროით 10:42 საათზე დაფიქსირდა.

 

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.

 

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც.