“მინდა, გთხოვოთ, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიასა და უბედურებაზე ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს”-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახების წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

„მინდა, უკრაინაში გარდაცვლილი ხოფერიას ოჯახს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიასა და უბედურებაზე ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ღმერთმა გვაშოროს ეს უბედურება და ტრაგედია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.