უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ   (ჯაბა) ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ.

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.