8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით, ომის გამოცხადებას ნუ იჩქარებთ – უკანასკნელ სიტყვას სიკვდილმისჯილებსაც აძლევენ. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, თხის რქებს კი უნდა ერიდოთ.

კურო

სამწუხაროდ, მოვლენები ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს და წარმოგვიდგენია. ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ეცადეთ, პრობლემებს უფრო მარტივად შეხედოთ – როგორც არ უნდა ეცადოთ, სამყაროს ვერ გააკონტროლებთ. ხელსაყრელი დღეა კუროსთან ურთიერთობისთვის. ტყუპებს უნდა მოერიდოთ.

ტყუპები

ტყუპებო, ვარსკვლავები გთავაზობენ საკუთარ ტრანსფორმაციაზე იზრუნოთ. სილამაზის სალონში, სტილისტთან ვიზიტზე ჩაეწერეთ, გარდერობი განაახლეთ და საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დღეა ვერძებთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, კუროებს უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, როგორც ჩანს, ამდენი ნერვიულობა წონასწორობას გაკარგვინებთ. ეცადეთ, საკუთარ თავში წინააღმდეგობის გადალახვის ძალა იპოვოთ და რაც მთავარია, ნუ აღიქვამთ ცხოვრებას ასე სერიოზულად. საუკეთესო დღეა ტყუპებთან ურთიერთობისთვის. კირჩხიბებს უნდა მოერიდოთ.

ლომი

როდესაც ვიღაც გიყვარს და ვიღაცას უყვარხარ, ეს ცხოვრების უდიდესი სიხარულია. ვარსკვლავები გთავაზობენ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოიწვიეთ ოჯახურ ვახშამზე და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეთ. ხელსაყრელი დღეა მორიელთან ურთიერთობისთვის, მოერიდეთ მშვილდოსანთან ურთიერთობას.

ქალწული

ეცადეთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ იმის მიმართ, რაც თქვენზე ძლიერ გავლენას ახდენს და საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ ეს დროებითი სირთულეებია და ამაზე ფიქრი სისულელეა.
ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის. გირჩევთ ტყუპებს მოერიდოთ. დღის ციტატაა: “აირჩიე სწორი გზა და არა მარტივი.”

სასწორი

სასწორისთვის ნებისმიერი პრობლემის გასაღები ზედაპირზე დევს. ამ დღეს ყველასთვის მაშველი რგოლი ხართ. ხელსაყრელი დღეა ვერძებთან ურთიერთობისთვის, ტყუპებს უნდა მოერიდოთ.

მორიელი

მთელ დღეს წინასაახალწლოდ დაგროვილ საქმეების კეთებას მოუნდებით, გირჩევთ, მათ მეტი ყურადღება დაუთმოთ, რათა შცდომა აირიდოტ თავიდან. ხელსაყრელი დღეა მერწყულებთან ურთიერთობისთვის, თხის რქებს უნდა მოერიდოთ.

მშვილდოსანი

ადრე თუ გვიან, ნებისმიერი პატარა ბზარი შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს და უამრავი უსიამოვნება მოიტანოს. თუ ხედავთ, როგორ იშლება მეგობრის ბანქოს სახლი, ეცადეთ, აქედან დასკვნები თქვენც გამოიტანოთ. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, მშვილდოსანს უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ახალი, საინტერესო ნაცნობობა გააბათ. ყურადღება მიაქციეთ ვერძს – ის თქვენით აშკარად დაინტერესებულია. ხელსაყრელი დღეა კირჩხიბთან ურთიერთობისთვის, ლომს კი პირიქით, უნდა მოერიდოთ.

მერწყული

მერწყულებისთვის ეს დღე შეიძლება „გადატვირთვის დღედ“ ჩავთვალოთ. ეცადეთ, საკუთარი ფიქრები „გადატვირთოთ“ და სადღესასწაულო შვებულების დაწყებამდე კარგად დაისვენოთ. ეს დღე საუკეთესოა კირჩხიბებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს ლომებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

ეცადეთ დღესასწაულამდე დარჩენილი დღეები მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა მორიელთან ურთიერთობისთვის, კირჩხიბებს უნდა ერიდოთ.