საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, 25 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 12:36 საათზე დაფიქსირდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში მოხდა და ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა.