თბილისის საკრებულოში „60+ კლუბის“ წევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოში „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საღამოზე ის ნამუშევრები და მუსიკალური ნომრები იქნა წარმოდგენილი, რომლებიც კლუბის წევრებმა მხატვარ ქეთი მატაბელისა და მუსიკოსისა და მსახიობის ია შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს და შეისწავლეს.

დამსწრე საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ სიტყვით მიმართეს.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ კლუბი თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

„60+ კლუბი“ თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მიერ ხორციელდება, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.