საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპაში ინტეგრაციას – სალომე ზურაბიშვილი

ბოლო პერიოდში, ეს ბოლო 30 წელი, საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ ურყევად არათუ იყურება, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც დღეს ახალ ჭრილში ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ევროპულ და დემოკრატიული მომავლისთვის საქართველოს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს.

„25 წლის შემდეგ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი გაიმართა იტალიაში და ამავე დროს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. ასე რომ, ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია არა იმიტომ რომ საქართველოს და იტალიას აქვთ არა 30-წლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები და ჩვენი ორი კულტურა და ცივილიზაცია ძალიან ბევრი საუკუნის წინ უკვე ერთმანეთს იცნობდნენ და თანამშრომლობდნენ.

ვიმყოფები რომში და ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის, სადაც 65 წლის წინ, რომის ტრაქტატების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის იდეას. სხვათა შორის, ეს ბევრმა არ იცის ან დავიწყებულია, ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუცია დაიწერა ქართველი პროფესორის, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, ქართველი ემიგრანტის, მიხეილ მუსხელიშვილის მიერ და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ. უკვე საუკუნეებია, რაც საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ეს ბოლო 30 წელი, ურყევად საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც დღეს ახალ ჭრილში ჩანს, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ ახლა და აქ, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც საქართველოში არსებობს და ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭრეს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.

იტალიის და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ევროპული და დემოკრატიული მომავალი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები და თუ აჩქარებული არის ინტეგრაციის პროცესი, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და არანაირი შეფერხება მას თან არ ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ეს არის ჩვენი გზა ევროპისკენ.

ჩვენ ვისაუბრეთ და რეალურად ეს საუბარი ევროპულ ინტეგრაციის პროცესზე არის განუყოფელი საუბარი უკრაინის და იმ სასტიკი რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც შეეხება არამხოლოდ უკრაინას, როგორც ძალიან დიდი ტრაგედია, ის ეხება რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც არის ძალიან ახლო, რადგან ჩვენ გავიარეთ არაერთხელ – 21 წელს, 91 წელს, 2008 წელს იგივე აგრესია, ეს ეხება ამავე დროს, მთლიანი ევროპის უსაფრთხოებას და ამიტომ ეს არის ჩვენი ყველას საერთო გამოწვევა და სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი.

რუსეთის აგრესია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გაგრძელდეს, მაგრამ უკვე არის წარუმატებელი იმით, რომ ევროპა დახვდა ფხიზელი და დახვდა ისე გაერთიანებული, როგორც არასდროს ყოფილა. ის გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული ევროპის მიერ, არის მაყრი და არ იქნება ადვილად შეცვლილი“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიაზე და ახალ პროექტზებზე.

„ შავ ზღვას რადგან ვახსენებ, აქაც ჩვენ ბევრი გვქვს საერთო, რადგან იტალიაც თვლის ჩვენსავით, რომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა ჩამოაყალიბოს და ჩვენც ამის მონაწილე უნდა ვიყოთ, შავი ზღვის სტრატეგია, სადაც განხილული იქნება, თუ როგორ შენარჩუნდეს ამ ზღვაზე, დღეს სტაბილურობა, მშვიდობა, რათა ყველა თანამშრომლობის ახალი პროექტები, რაც უკვე ისახება ევროკავშირის მხრიდან, მიეცეს გაშლის საშუალება.

ასევე, ვისაუბრეთ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯდება ამ ახალ მსოფლიოში და ახალ ევროპაში და ცხადია, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენს ურთიერთობებშიც ასევე გაჩნდეს ახალი საწყისები. საერთოდ, პრეზიდენტების ვიზიტები იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ მივცეთ ახალი ბიძგი ახალ ურთიერთობებს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც არსებობს, მეტი უნდა მოვითხოვოთ, ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ბიზნესს უნდა ვაჩვენოთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და საჭიროა, ჩვენ გამოვიყენოთ უფრო სრულყოფილად ეს შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ბიზნესფორუმი, სხვადასხვა თანამშრომლობის, უკვე არსებული ხელშეკრულებები, მაგრამ სჭიროა, ეს ყველაფერი უფრო აქტიურ პრაქტიკაში გადავიდეს და ამის ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს, მე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ. ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ეს არის ყველაზე მიმზიდველი დარგი, სადაც შეგვიძლია ძალიან ბევრი მივიღოთ იტალიასთან თანამშრომლობით. ასევე კულტურა, რომელიც ისედაც გვაერთიანებს, იტალიის გამოცდილება სხვადასხვა დარგში, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი კიდევ გვასწვალოს და ჩვენ გაგვიზიაროს იმ მიმართულებებში, რაც ჩვენიც არის და იტალიიისაც.

და განათლება, განათლების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს, ჩვენ განათლება გვინდა მივიღოთ ევროპაში და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ERASMUS, HORIZON 20 და ყველა საშუალებები, რაც მოგვეცემა ევროკავშირის ფარგლებში და ასევე ჩვენი სტუდენტები, ჩვენი მკვლევარები ერთად უნდა მუშაობდნენ, რადგან ეს არის ყველაზე ნაღდი გზა ჩვენი ქვეყნის გაევროპელების და ჩვენი ხალხის გაერთიანების“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.