შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 8 ივნისს წარადგენს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის  ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 8 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

შალვა პაპუაშვილის პარლამენტისადმი მიმართვა 12:00 საათზე დაიწყება. სპიკერის მხრიდან პარლამენტის საქმიანობაზე ანგარიშის წარდგენა რეგლამენტით არის განსაზღვრული.

რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ პოლიტიკური დებატები იმართება.