” საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? – პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, ამიტომ ხართ თქვენ და თქვენი „ტროიკა“ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურა”-მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს:

გეკითხებით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა“ და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ სახით, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული იცნების“ თავმჯდიმარემ მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ავიღოთ ორი გამოსვლა – ერთი ბატონი ვარჰეის, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და უაღრესად პოზიტიური გზავნილები გაახმოვანა საქართველოს მიმართ. რომ წინსვლაა დემოკრატიის, რეფორმების კუთხით წინსვლაა და რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არ დააყოვნა ამაზე რეაქციამ, ჯინ შაჰინი, გამოვიდა და ცდილობს რომ ეს პოზიტიური ნარატივი აბსოლუტურად შეცვალოს და გაანეგატიუროს. ორი დღის ინტერვალში ხდება. თვეების განმავლობაში ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ, ერთი პათოსი იყო, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წინსვლაა ხელშესახები, ხოლო მეორე, რომ ეს ასე არ არის და პირიქით. თქვენ საით ხართ? რომელი მოგწონთ? გეკითხებით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა“ და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ სახით და მისი დანაყოფები, თქვენი დავალების მიმცემების ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები“, – განაცხადა მდინარაძემ.