რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედს” 7 აგვისტომდე დატოვებს

ინგლისური კლუბის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ამ კვირაში დატოვებს.

 

ამის შესახებ  სპორტული გამოცემა AS -ი წერს.

კრიშტიანუ რონალდუს  აგენტი,  ხორხე მენდესი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ესპანურ “ბარსელონასთან”, ინგლისურ “ჩელსისთან”, გერმანულ “ბაიერნსა” და იტალიურ “ნაპოლისთან”.

თუმცა,  როგორც გამოცემა წერს,  ამ კლუბებმა რონალდუს მიმართ სათანადო ინტერესი არ გამოავლინეს.

7 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონატი იწყება, ამ დღეს “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “ბრაიტონს” დაუპირისპირდება.

სავარაუდოდ, პორტუგალიელი თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.