ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ტალახაძე

საქართველოს ნაკრების ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერ დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.

აღნიშნული შეჯიბრება მალე აკვრაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *