პირველი ბრძოლა და გამარჯვება – ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო მოგებით დაიწყო [ვიდეო]

დღეს, 10 ივლისს ტოკიოში დაიწყო სუმოს სუპერტურნირი, რომელიც 24 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, პირველ შეხვედრაში მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა, რომელთანაც ტოჩინოშინს აქამდე 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა.

ბრძოლა მძლავრი შეჯახებით დაიწყო და რამდენიმე წამში ტოჩინოშინმა მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ხვალ გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელმაც ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ნაგოია ბაშოზე თავისი პირველი შეხვედრა წააგო.