რომან გოცირიძემ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა

რომან გოცირიძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა.   ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
 
მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
 
მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს.
 
მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე.