როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

 

წვიმიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

 

ბორჯომში დღისით +10, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გორში +12 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გუდაურში ითოვებს, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +6, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი.

 

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.