“როგორ დაამთავრეთ ხუთ წუთში გამოძიება, როგორ იპოვეთ დამნაშავე, როგორ გაასამართლეთ და მოტივიც გაიგეთ”-ლევან ჟორჟოლიანი მამუკა გუგეშაშვილს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე პარტიის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრის, მამუკა გუგეშაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

მამუკა გუგეშაშვილის თქმით, თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

უმრავლესობის წევრმა აღნიშნულ ბრალდებას უპასუხა.

„როგორ დაამთავრეთ 5 წუთში გამოძიება, როგორ იპოვეთ დამნაშავე, როგორ გაასამართლეთ და მოტივიც გაიგეთ. თითქოს არც ფაქტებს, არც ობიექტურ გარემოებას მნიშვნელობა აღარ აქვს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.