“მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს”-ოთარ გრიგოლია

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან  კანონის წინაშე  პასუხი უნდა აგოს.  იგი  მართლმსაჯულებას ვერ დაუსხლტება“- ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

მან აბსურდული და ალოგიკური უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს აწამებს.

„ვინ უნდა იყოს იმის მოსურნე, რომ  ციხეში ვინმე აწამოს. ამას გვეუბნება იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც ციხეებში პატიმრებს აწამებდა, ეს ხომ ალოგიკურია. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელმაც თავის დანაშაულებზე  კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს,“ – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.