“ქვეყნის გარეთ დადის ერთი მისიით – გააშავოს ქვეყანა” -ამირან სალუქვაძე

„ქვეყნის გარეთ დადის ერთი მისიით – გააშავოს ქვეყანა“ -ამირან სალუქვაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

„რაო, ოქსფორდის სტუდენტებმა, რა სარგებელი მიიღეს საქართველოს კრიტიკისგან?”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Oxford Union-ში გამოსვლას.

“ქვეყნის გარეთ დადის ერთი მისიით – გააშავოს ქვეყანა.

წაუკითხეთ თუთაშხიადან, რომ ქვეყნის გარეთ მისი ქვეყნის დესპანი უნდა იყოს.

რა უბედურებაა?!

ვითომ გული შესტკივა. სინამდვილეში ყველგან უნდა დატოვოს შავი კვალი, ინტერვიუებში, გამოსვლებში, შეხვედრებზე…

თუ საქართველოს პრეზიდენტს ფუნქციებში უწერია რეფორმებზე პასუხისმგებლობა, შეასრულოს, აქ, ქვეყნის შიგნით. თუ არ უწერია, კეთილი ინებოს და ჩაეტიოს კონსტიტუციაში.

საერთოდ, რა წესია ქვეყნის გარეთ ქვეყანაზე ცუდის საუბარი?!

ეს ერთი. მეორე. იქნებ დააკონკრეტოს, კონკრეტულად რომელი რეფორმაა შეჩერებული, ან შენელებული? თუ შეუძლია დაასაბუთოს?

თუ ისე, ჰაიჰარად შეიძლება არახუნო, თანაც ოქსფორდში შენს ქვეყანას თავზე ასვარო, ვითომდა კეთილშობილი მოტივით, გულისტკივილით?!

მესამე. რა აკვიატებაა ეს “რეფორმები”? ვინ თქვა, რომ მთელი ცხოვრება რეფორმებში უნდა ვცხოვრობდეთ? იქნებ, სანამ ამ სიტყვას დაახეთქებს ვინმე, ჯერ რაიმე წაიკითხოს ზოგადად რეფორმებზე და მის გავლენაზე ნებისმიერი სისტემის ეფექტიანობაზე?!

რეფორმები მაშინაა საჭირო, როცა რაიმე გაუმართავად მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, არსებული კანონმდებლობის, რეგულაციების, უფლებამოსილებების ფარგლებში, მათ შორის პრეზიდენტმაც.

ნებისმიერი რეფორმა გარკვეული პერიოდით ამცირებს ეფექტიანობას. ესაა ანა-ბანა. რა უბედურებაა ქრონიკული რეფორმები?! იქნებ უფრო ნოვატორობაზე, ინიციატივის წახალისებაზე, ახალ იდეებზე გააკეთოთ ახალგაზრდების აქცენტირება და წაახალისოთ?!

რაო, ოქსფორდის სტუდენტებმა, რა სარგებელი მიიღეს საქართველოს კრიტიკისგან? ახალგაზრდებს გამოცდილება უნდა გაუზიაროთ, სასარგებლო რჩევები მისცეთ, შეიძლება გეოპოლიტიკაზე ესაუბროთ, უსაფრთხოების ჩამოშლილ სისტემაზე, ეკონომიკურ პროცესებზე და ა.შ.

რაში აინტერესებთ საქართველოში შენელებულია თუ აჩქარებული? თუ აქაურ მედიას უწევთ თემას?!
მაგრად გამაღიზიანა… წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.