ქართველი ქალი აშშ-ში საკუთარი გარდაცვლილი შვილის ძაღლმა დაგლიჯა და მოკლა – ცხედარი ეზოში მისმა ქმარმა აღმოაჩინა

ქართველი ქალი, მარინა გაბუნია, რომელიც ლონგ-აილენდზე ცხოვრობდა, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს – როგორც დასავლური მედია წერს, ქალი მისი გარდაცვლილი შვილის ძაღლმა დაგლიჯა. 

70 წლის ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისმა ქმარმა ნახა. მან პოლიცია გამოიძახა. პიტბული, რომელმაც მანამდე პატრონი დაგლიჯა, პოლიციელის მისვლის შემდეგ სამართალდამცველს დაესხა თავს, რის შემდეგაც სამართალდამცველმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა. პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. 

7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც შემთხვევამდე 2 კვირით ადრე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. გარდაცვალებამდე მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, მშობლებთან ცხოვრობდა.