აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყს ტოვებენ. აშშ-ის მეთაურობით კოალიციური ძალები ერაყში და სირიაში 2014 წელს შევიდნენ, რომელთა მიზანი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა იყო.
„ისლამური სახელმწიფო" ერაყში 2017, ხოლო სირიაში 2019 წელს დამარცხდა, თუმცა კოალიციის ძალები ადგილზე დარჩნენ დაჯგუფების ნარჩენებთან საბრძოლველად. ერაყიდან აშშ-ის ჯარების სრული გასვლა იმ მოვლენებიდან 23 წლის შემდეგ ხდება, როდესაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა ძალებმა სადამ ჰუსეინი დაამხეს.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ალი ალ-ზაიდიმ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბერი სუვერენიტეტის დღედ უნდა აღინიშნოს.
აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ეს არის „ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ადასტურებს ერაყის სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზის დასრულებას და განამტკიცებს სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების არსებობას".



