მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახი კალაძე წერს.

 

როგორც კახა კალაძე წერს, 2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო.

 

„მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.

 

რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.

 

მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.

 

საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.

 

ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!", - დაწერა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა, გუნდს კი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.