საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩში ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.
ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა
გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა გოგლიჩიძე (85' ილია ბერიაშვილი), ლუკა ლოჩიშვილი (85' ჯიმი ტაბიძე) - გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (77' თარ კიტეიშვილი), საბა ხარებაშვილი (46' გიორგი ჩასკვეტაძე) - გიორგი კვერნაძე (77' ზურიკო დავითაშვილი), გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კავარაცხელია
ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კვლავ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. 28 სექტემბერს "დინამო არენაზე" ჩვენი გუნდი უკრაინის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.








